✊🏻 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა!

🎙 წამყვანი: ანი ლაცაბიძე

👤 სტუმარი: მიხეილ დარჩიაშვილი - GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი და გამგეობის წევრი, ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი ნატოსთან საქართველოს მისიაში / ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი დესპანი / თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

🗣 იცოდით, რომ გადაწყვეტილება ბრიტანეთის კოლონიობაზე უარის თქმიდა 4 ივლისს არ მიუღიათ?! რეალურად დამოუკიდებლობას კენჭისყრაზე მხარი 1776 წლის 2 ივლისს დაუჭირეს და 2 დღის შემდეგ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს. პრეზიდენტი ჯონ ადამსი სხვა ხელმომწერებთან ერთად თვლიდა, რომ დღესასწაული 2 ივლისს უნდა აღნიშნულიყო. თუმცა, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლები, რომელიც 4 ივლისით იყო დათარიღებული, იმდენად მყისიერად და მასობრივად მოედო მთელს შეერთებულ შტატებს, რომ ეროვნულ დღესასწაულად 4 ივლისი დადგინდა.