კინომოყვარულებს 1-ლი დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრების ნახვის საშუალება ექნებათ.

ამ თემაზე სასაუბროდ აუდიობლოგის სტუმრები არიან: ფესტივალის კურატორები - გურამ ღონღაძე და ლადო გაჩეჩილაძე.

გულგუნ მამედხანოვა - ფილმის ''Sixteen years old wives''-ის ავტორია. ფილმი ''16 წლის ცოლები'' დამწყებმა კინო-რეჟისორმა ჯიპას მედია ლაბის ხელშეწყობით გადაიღო. ის წარდგენილია 90-წამიანი ფილმების კონკურს DepicT!-ში, რომელიც ბრისტოლის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.