კინორეჟისორ მარიამ გულბიანს ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობა აქვს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მისმა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც პანკისელი გოგონების ყოველდღიურობას გვიამბობს, გამარჯვება მოიპოვა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე და მისი ქართული პრემიერა CineDoc Tbilisi-ს ფარგლებში გაიმართება.

გადაცემაში #ასათიანის62-ის სტუმრობისას, მარიამი საუბრობს თუ როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი და პანკისში ბოლოხანს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.