პროექტის შესახებ ჟურნალისტი ია შალამბერიძე და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, თიკო ცომაია საუბრობენ. სოციალური კამპანია - “ფემიციდი კონფლიქტის ზონაში” ომში მოკლული ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების მოძიებით ომის მეხსიერების აღდგენას, სიმართლის გამოაშკარავებას და ამ გზით ტრავმის გადალახვას ისახავს მიზნად.

ღონისძიება ტარდება „ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.