„თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის (თბილისი კის)“ ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან აბდუშელიშვილი საუბრობს სუიციდზე ბავშვებსა და მოზარდებში. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ და რა შემთხვევაში მოქმედებს კიბერ „თამაში“ სახელწოდებით „ლურჯი ვეშაპი“ ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკაზე, რა გავლენა აქვს გარემო ფაქტორებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როგორ დავიცვათ ბავშვები და მოზარდები გარდატეხის კრიზის თანმდევი შესაძლო ფსიქიკური პრობლემებისგან და რა სერვისებია ხელმისაწვდომი საქართველოში აღნიშნული გართულებების მქონე ადამიანებისთვის.