"ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის" პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს, 2017 წლის 22-23 აგვისტოს აჭარაში გაიმართა შეხვედრა-დისკუსიები თემებზე "რატომ კლავენ კაცები ქალებს?" და "რატომ კლავენ ქალები კაცებს?"