კიდევ ერთი ტექნიკა პიროვნული ზრდისთვის

ეს არის GROW მოდელი, რომელიც დღეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი შინაარსი რომ დავშალოთ, მივიღებთ შემდეგ ფორმულას: მიზანი, რეალობა, შესაძლებლობა და ქმედება. როგორც კი რაიმე ამოცანის გადაწყვეტის გზების ძიებას დაიწყებთ, გაიხსენეთ ეს მოდელი, აიღეთ ოთხი თაბახის ფურცელი და უპასხუეთ შემდეგ კითხვებს.

  1. მიზანი.

რა მინდა? - ვაძლევთ მიზანს პოზიტიურ ფორმულირებას და აუცილებლად შემოგვაქვს ჩვენი კონტროლის ზონაში. რას მომცემს ეს მიზანი? ან რისთვის არის მნიშვნელოვანი? - იმისათვის, რომ სამოქმედო ენერგია გვქონდეს, აუცილებელია მიზნის უკან კონკრეტული ღირებულება იყოს. რომ ვიცოდე, რომ ყველაფრის მიღწევა შემიძლია, რასაც მოვისურვებ, ამ შემთხვევაში რა იქნებოდა ჩემი მიზანი? - ეს კითხვა საჭიროა ჩვენი გონების რესურსულ მდგომარეობაში მოსაყვანად. როგორ მივხვდები, რომ მიზანს მივაღწიე? - აქ წინასწარ უნდა განვსაზღვროთ მიზნის მიღწევის ინდიკატორები იმისათვის, რომ ჩვენი გონება მიხვდეს, მიზანი მიღწეულია და შემდეგი ეტაპის დროა.

  1. რეალობა. მოდით გამოვიკვლიოთ ჩვენი მიზნის ირგვლივ რეალურად რა ხდება. რა რეალური ფაქტორები იმოქმედებს ჩემს მიზანზე? რა ხდება დღეს ჩემი მიზნის ირგვლივ? რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ცვლილება ან მასზე ზეგავლენა? რა შემიძლია გავაკეთო ამის თავიდან ასაცილებლად? ან უკეთესობისკენ შესაცვლელად? შემდეგი ეტაპი არის შესაძლებლობები. აქ უნდა მოხდეს ყველა არსებული რესურსის შეფასება და შემდეგ სამოქმედო სტრატეგიის დასახვა. რა შემიძლია გააკეთო მიზნის მიღწევისთვის? ვინ შეიძლება დამეხმაროს? ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდა ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანი? მქონია შემთხვევა, როცა მსგავს სიტუაციაში გადაწყვეტა ვიპოვე და რა გავაკეთე მაშინ? როგორ შემიძლია ეს გამოცდილება გამოვიყენო ახლა? ახლა კი ქმედების დროა. რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები? როდის გავაკეთებ? რამ შეიძლება შემიშალოს ხელი და როგორ ავიცილო ეს თავიდან? ვინ შეიძლება მხარი დამიჭიროს? ყველა ამ საფეხურის გავლის შემდეგ, თქვენმა არაცნობიერმა უკვე იცის, საით მიმართოს თქვენი ქმედება. და შედეგიც გასაოცარია. ავტორი: ირინა ჭოჭოა

GIPA #ქოუჩინგლაბორატორია

radiogipa.ge/