➤ ნუცუბიძის 77 - ის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა 5515 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაშენებული ტყე-პარკის გადარჩენას ცდილობს.

➤ 2015 წლის იანვარში მერიის ზონალურმა საბჭომ ამ ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა ეს გადაწყვეტილება საკრებულოს დღემდე არ დაუმტკიცებია. ამასობაში ტერიტორიით კერძო კომპანია დაინტერესდა და იქ საცხოვრებელი კომპლექსების მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა იგეგმება.