"ლიტერატურული ფესტივალები საინტერესო გამოცდილებაა არა მხოლოდ დამსწრეებისთვის და ლიტერატურის მოყვარულებისთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა, მწერლებისთვის. ესაა ერთგვარი ფორუმი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მწერლებს აქვთ საშუალება ახლოს გაიცნონ ერთმანეთი და ძალიან ხშირად ეს ნაცნობობა არა მხოლოდ ჩველებრივ მეგობრობაში გადაიზრდება ხოლმე, არამედ ძალიან საინტერესო თანამშრომლობაში, განსაკუთრებით პოეტებს შორის, როდესაც ისინი ერთმანეთის პოეზიას თარგმნიან სხვადასხვა ენებიდან", - ნინო ბექიშვილი თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის შესახებ. /
ფოტო: ელენე ასათიანი