მკვლევარი ლია წულაძე პროექტის „SOS თბილისი: გარემოსდაცვითი სამოქალაქო მონაწილეობის გამოწვევები საქართველოში" შედეგებზე საუბრობს.

პროექტი განხორციელდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ და ის მიმოიხილავს გარემოს დაცვის სფეროში ორ ყველაზე აქტუალურ შემთხვევას ქალაქ თბილისში: ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობისა და „პანორამა თბილისის" პროექტებს - ამ პროექტების მიმართ დაწყებულ საპროტესტო კამპანიებს.