"ჩვენ ფიზიკურად გავაჩერეთ გუდიაშვილის მოედანზე მშენებლობა მაშინ, როცა ყველა ნებართვა გაცემული იყო, ამის პრეცედენტი იყო ვაკის პარკის შემთხვევაც, მაგრამ ამას აქამდე არ ჰქონია კასკადური სახე და ასეთი დიდი მასშტაბი, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ახლა ისაა გასაკეთებელი, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია: როდესაც 4 250 ხელმოწერიანი პეტიციით, 1500 ხელმოწერიანი წერილით შედიხარ კანცელარიაში და მხოლოდ საჯარო განხილვას ითხოვ და ამაზე სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის, სამწუხაროდ, უკვე მხოლოდ რადიკალური გზები რჩება", - ცირა ელისაშვილი, "ტფილისის ჰამქარი" ფოტო: გოგიტა ბუხაიძე