ნათია კვანტალიანი და მისი მეგობრები "ფრონტლაინ კლუბის" უკანა ეზოში სათემო ბაღის იდეის მოწყობის ინიციატორები არიან. უკვე რამდენიმე დღეა "პარტიზან მებაღეებთან" სადისკუსიო კლუბის თანამშრომლებთან, მეზობლებთან და სხვა მოქალაქეებთან ერთად აქამდე გამოუყენებელი, მიტოვებული სივრცის გამწვანებას, მოწესრიგებას და მის ღია, სოციალურ სივრცედ, სათემო ბაღად ქცევას ცდილობენ.