მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სათავო ოფისის მშენებლობა რეკრეაციულ ზონაშია დაგეგმილი. პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ თბილისის მერიის ხელმძღვანელობა არღვევს არაერთხელ დადებულ პირობას იმის შესახებ, რომ სარეკრეაციო ზონებში მშენებლობას აღარ დაუშვებდა და სპეციალურ ზონალურ შეთანხმებებს აღარ გააფორმებდნენ.