თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილი არაა მოიჭრება თუ არა ხეები "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სათავო ოფისისთვის. "ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რამდენ ხეზეა საუბარი, ან რა მდგომარეობაშია ეს ხეები, ჯერ ვერაფერს ვიტყვით სანამ სპეციალური დასკვნა არ გვექნება", - ამბობს ნინო სულხანიშვილი.