"საჯარო სივრცის ინიციატივის" წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარედ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სათავო ოფისი "რეკრეაციულ ზონა 2"-ში შენდება, რაც თავისთავად კანონით დაშვებული არ არის, თუმცა კომპანიასთან მერიამ სპეციალური ზონალური შეთანხმება გააფორმა. ანუ დაუშვა გამონაკლისი და მისცა "დაუშვებელი საქმიანობის" განხორციელების უფლება. ანანო ცინცაბაძე ამ პრაქტიკის მანკიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია მსგავს შესაძლებლობას კანონი აღარ იძლეოდეს.