ხეების დარგვით დაწყებული აქტივობა, რომელიც ინსტიტუციური ცვლილებების მოთხოვნაში გადაიზარდა. მეგობრების ჯგუფი, რომელმაც 3 წლის წინ თბილისის რამდენიმე უბანში ხეების თავისი ხარჯით, მოხალისეობრივად დარგვა დაიწყო ახლა სამოქალაქო მოძრაობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტივისტების სხვა ჯგუფებთან ერთად, რეგულაციების იმგვარ ცვლილებას ითხოვს, რომ კანონმდებლობა ეფექტურად იცავდეს ქალაქის მწვანე ნარგავებსა და საჯარო სივრცეებს.

ფოტო: ნიკა მჭედლიძე