"მწვანე ატქივიზმი არ არის მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ სადღაც ხეები არ მოჭრას, ჩვენ მწვანეობას უფრო ფართო პერსპექტივიდან ვუყურებთ. ეკოლოგიური სამართლიანობის და მდგრადობის გარდა, მწვანეობის თვალთახედვის არეალში სხვა საკითხებიც ხვდება, როგორიცაა სოციალური სამართლიანობა, პირდაპირი დემოკრატია, მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ ვამბობთ, რომ მწვანეობას აქვს რამდენიმე ძირითადი ღირებულება რომელთა შორის იერარქია არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ ქალთა საკითხები, ეკოლოგია, სოციალური სამართლიანობა, მდგრადი განვითარება, ყველა ეს ღირებულება თანაბრად მნიშვნელოვანია იმ მწვანე მოძრაობისთვის რომელსაც მე წარმოვადგენ", - ლევან ლორთქიფანიძე, "მწვანე მუშტის" წევრი.