ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტი "მწვანე აკადემია" საშუალებას აძლევს "მწვანე აქტივისტებს": ქალთა უფლებების, შრომითი უფლებების, ხარისხიანი უმაღლესი განათლების თუ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დასაცავად მებრძოლ ახალგაზრდებს, ასევე ამ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს, წელიწადში რამდენჯერმე შეხვდნენ და გაუზიარონ ერთმანეთს, როგორ ესახებათ "მწვანე დემოკრატიის" მიღწევა, იპოვონ თავიანთ მიზნებში გადაკვეთის წერტილები და საჭიროების შემთხვევებში სოლიდარობის პოტენციალი.