თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე ფიქრობს, რომ "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნები, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ თავისთავად არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეის საპირისპირო. მისივე თქმით, "აუდიტორია115" მთელი ბოლო პროცესის განმავლობაში იყო მხარე, "კონკრეტულად კი რექტორის მხარე" - ამბობს ბახტურიძე.