➤ინტერვიუ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროეტის თაობაზე: ➤ “ეს არის რევოლუციური ნაბიჯი, ჩვენ საერთოდ არ გვყავს დაცული მომხმარებელი და ის ერთ დღეში შეიძენს ფუნდამენტურ უფლებებს საგნებთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს უაღრესად დიდი უფლებაა, რომელიც პროგრესულ მსოფლიოშიც კი ბევრგან არ მოქმედებს: 2 კვირის განმავლობაში ნებისმიერ მოქალაქეს უფლება ექნება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან დააბრუნოს შეძენილი ნივთი. ცხადია, თუ ის დაზიანებული არაა ან მალფუჭებადი არ არის. კანონი გადახრილია მომხმარებლისკენ. მტკიცების ტვირთი მომხმარებელს აღარ ეკისრება. ნებისმიერ სფეროში პროდუქტის ან მომსახურების გამყიდველი კი ვალდებული ხდება აბსოლუტურად სრული ინფორმაცია მიაწოდოს მყიდველს", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი კანონპროექტზე საუბრისას.