"განათლების პოლიტიკის გადახედვის მთავარი რესურსი არის სწორედ სტუდენტურ ჯგუფებში. ჩვენ უნდა შევძლოთ და მივიღოთ აბსოლუტურად განსხვავებული უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტური ჯგუფებისა და პროფესორების თანასწორ წარმომადგენლობას სხვადასხვა მმართველობით ორგანოში", - ამბობს "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი ლინა ღვინიანიძე. მისი თქმით, ყველაზე სერიოზული ხარვეზი უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტის დროს პოლიციის ქმედებებში შეიმჩნეოდა. ღვინიანიძე ამბობს, რომ პოლიციამ გამიზნულად გაყო დემონსტრანტები ორ ნაწილად და საბოლოოდ კი, ვერ მოახერხა ძალადობრივი ფაქტების პრევენცია.