"სტუდენტური თივითმმრთეველობის ხელაღებით გაუქმება მძიმე შედეგების მომტანი იქნება ამ ეტაპზე, ამიტომ მხარს ვუჭერ მის რეფორმირებას. ის არ უნდა იყოს უნივერსიტეტის სტრუქტურის ნაწილი, რაც უქმნის ამ ჯგუფს პრივილეგიებს. მათ აქვთ პრივილეგია, რომ სხვა სტუდენტების განაცხადზე დაადონ ვეტო, მათი რეზოლუციის გარეშე არც ერთი პროექტი არ ფინანსდება, ეს უნდა შეიცვალოს", - ამბობს ირაკლი კუპრაძე, "აუდიტორია 115"-ის წევრი, თსუ-ის სტუდენტი.