თსუ-ის სტუდენტი გიორგი არობელიძე მთავრობის მეთაურს პასუხისმგებლობის აღებისკენ და უნივერსიტეტში მოსვლისკენ მოუწოდებს. "პოლიცია მშვიდად უყურებდა, როგორ ძვრებოდნენ აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლები უნივერსიტეტის ფანჯრებში, როგორ გვცემდნენ ჩვენ და ჟურნალისტებს, პოლიციამ მათ არაფერში ხელი არ შეუშალა. მოვიდეს პრემიერი. აიღოს სახელმწიფომ ვალდებულება იმაზე, რომ თავისუფალი სტუდენტები არ დაგვიცვეს", - ამბობს გიორგი არობელიძე.