მანანა შამილიშვილი უნივერსიტეტის სენატში სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წარმოადგენს. მისი აზრით, არ შეიძლება კანცლერად ისეთი განდიდატი აირჩეს, რომელთანაც ამდენი კითხვა არსებობს. "ვფიქრობ შეთანხმება უნდა მოხდეს, კანდიდატურა კი უნდა მოიხსნას. სხვანაირად ეს არ დამთავრდება, როგორ ფიქრობთ, სტუდენტები ამას შეეგუებიან? პროტესტი გაგრძელდება. ამიტომ უნივერსიტეტის შესაბამისი სამუშაო გარემოს არსებობისთვის, ჯობია ალტერნატიული კანდიდატი მოვძებნოთ", - უთხრა მანანა შამილიშვილმა რადიო GIPA-ს