"მაშინ, როდესაც თვითმმართველობის გაღიზიანებულმა წევრებმა სხვა სტუდენტებს სცემეს, გაფრინდაშვილი ამბობდა, რომ "არავინ არავის არ სცემს". სტუდენტები კი მაშინაც გამოხატავდნენ მის მიმართ უკმაყოფილებას, ამბობდნენ, რომ ის მხარს უჭერდა იმ ძალადობრივ პოლიტიკას, რომელიც სტუდენტურ თვითმმართველობას ჰქონდა", - ამბობს ფილმის ავტორი. "სტუდენტები VS სტუდენტური თვითმმართველობა" - სტუდია მონიტორის ჟურნალისტის სალომე ცეცხლაძის საგამოძიებო ფილმია. ფილმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიმართ 2011-2012 წლებში არსებული უკმაყოფილება და სტუდენტების პროტესტია ასახული. ასევე ის მოვლენები, რომელსაც შედეგად ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.