GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები 24-28 თებერვალს უკრაინაში პროექტ "ჟურნალისტიკის საერთაშორისო სკოლაში" მონაწილეობდნენ. სტუდენტები და ახალგაზრდა ჟურნალისტები საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან ცდილობდნენ დაესვათ კითხვები და ერთად ეპოვათ პასუხები: მივყავართ თუ არა ყველა გზას ევროკავშირამდე? რა ეკონომიკური თუ მენტალური ბარიერები გვიშლის ხელს ამ პროცესში. მარიამ უგრეხელიძე, ანი კასარელი, თამთა უტიაშვილი და გვანცა აქიაშვილი ლვოვიდან სპეციალურად რადიო GIPA-ს ეთერისთვის.