დაღლილი მუშები, ზეწოლის კვალი და არანებაყოფლობითი დათმობა - ანანო ცინცაბაძე, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ტყიბულში გაფიცული მუშების მდგომარეობაზე, მოლაპარაკებების პროცესის არასამართლიანობაზე და სახელმწიფოს მხრიდან შეუსაბამო ქმედებებზე საუბრობს. "მათ დათმეს 30 % და საწარმომ დათმო მხოლოდ 10 იმიტომ, რომ აღარ ჰქონდათ სხვა გამოსავალი. დროა სახელმწიფო გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს არა კონკრეტული სიტუაციების ერთჯერადად მოგვარება-ჩაცხრობაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეუქმნას თავის მოქალაქეებს ღირსეული შრომითი პირობები. დღეს ამისთვის არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ იდგმება და ამის შედეგებია ტყიბული, ქსანი, ჭიათურა თუ მოსალოდნელი გაფიცვები თბილისში", - ამბობს ანანო ცინცაბაძე.