ხვალ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის კანონიერებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. თუმცა სამმხრივი შეხვედრა მერიას, ინვესტორსა და პარკის დამცველებს შორის დაპირების მიუხედავად, არ შემდგარა. პარტიზანი მებაღეები მერიასთან პერიოდული აქციების გამართვას აპირებენ.