ლინა ღვინიანიძე, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი ფიქრობს, რომ ტყიბულში და ქსნაში გაფიცული მუშების პრობლემა არ არის ლოკალური, ეს "დიდი სოციალური პროტესტია და არ შეიძლება მათ სახელმწიფო ელაპარაკებოდეს მხოლოდ კანონის ენით და ამ კანონსაც კითხულობდეს ცალმხრივად. მაშინ ვისაუბროთ ამ ადამიანების ღირსეულ შრომის პირობებზეც" - ამბობს ლინა ღვინიანიძე რადიო GIPA-ს ეთერში.