"ისინი მოდიან ოჯახებიდან, სადაც ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ ეს არ იყო ტერორის ეპოქა, ჩვენ ვაძლევთ ინფორმაციას და შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, იყო თუ არა ეს ტერორი" - ამბობს სალომე ხვადაგიანი - "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის" წარმომადგენელი რადიო ჯიპას ეთერში იმის შესახებ თუ რატომ სჭირდებათ გორელ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია საბჭოთა წარსულის შესახებ.