დარინა ტოტოება ქსნის მინის ქარხნის გაფიცული თანამშრომელია. მისი თქმით, ქარხნის 180-მდე მუშა გაფიცვას არ წყვეტს. კომპანიის მფლობელების წარმომადგენლებთან შეხვედრის მიუხედევად, მოლაპარაკება ვერ შედგა. ხელფასის მოთოხვნილი 30%-ით გაზრდის ნაცვლად, მუშებს 4.9 % შესთავაზეს - "ხელფასების ინდექსირება ინფლაციის გათვალისწინებით". მოლაპარაკებებში ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც. თუმცა 5 თებერვალს დაწყებული გაფიცვა კვლავ გრძელდება.