წელს GIPA-ში ჩაბარების მსურველებს 14 აკადემიური პროგრამიდან შეეძლებათ არჩევანის გაკეთება. მათ შორის არის 4 საბაკალავრო და 10 სამაგისტრო პროგრამა. „განათლების საერთაშორისო გამოფენა არის ფორუმი, სადაც აბიტურიენტებს და სტუდენტებს შეუძლიათ უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან მიიღო პასუხები თავიანთ შეკითხვებზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს GIPA-ს მარკეტინგის მენეჯერი ჯაბა ბოკუჩავა.