გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი რადიო GIPA-სთან საუბარში ამბობს, რომ აქტივისტების დაკავების აუცილებლობა ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში ნამდვილად არ ყოფილა. საკმარისი იქნებოდა მათი ტერიტორიიდან გაყვანა, რომ სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ. ამასთან ამ დრომდე არაფერია ცნობილი იმის შესახებ, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი დაკავებულების საქმეზე