საუბრები პოპ კულტურაზე #21. ქართული კინო 2019
მომავალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ ლიტაგორას არხი.
2019 წლის 10-13 ოქტომბერს ბაკურიანმა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქართული კინოს ფორუმს უმაპსინძლა. აღნიშნული ფორუმი 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ფორუმში მონაწილეობა რეჟისორებმა, პროდიუსერებმა, კინომცოდნეებმა, კრიტიკოსებმა და კინო მიმომხილვებმა მიიღეს. ჩვენებზე დასწრება ასევე ყველა მსურველს შეეძლო. ფორუმზე სულ ექვსი ფილმი იყო წარმოდგენილი (ხუთი მხატვრული და ერთი დოკუმენტური). ვიდეო პოდკასტის ფარგლებში კინომცოდნე ნინი შველიძე, სინეასტი გიორგი გეთიაშვილი, კინომცოდნე ალექსანდრე გაბელია და პოდკასტის წამყვანი, დათო ლობჟანიძე, ფორუმზე ნაჩვენებ სრულმატრაჟიან მხატვრულ ფილმებს მიმოიხილავენ და ასევე საუბრობენ პანელ დისკუსიებზე განხილულ თემებზე.
თემების მიხედვით: 00:39 - შესავალი, განსხვავება წლევანდელ და წინა ფორუმებს შორის 05:34 - წლევანდელი ტენდენციები, გამოცდილი VS დამწყები რეჟისორები 13:20 - დიმიტრი მამულიას "ბოროტმოქმედი" 16:58 - დიტო ცინცაძის "შინდისი" და "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე", ქართული კინო როგორც ეგზოტიკური საექსორტო პროდუქტი 26:10 - უტა ბერიას "უარყოფითი რიცხვები", წარმატებული კვლევის მაგალითი 33:10 - გიგა ლიკლიკაძის "ღორი", ქართული თვალთახედვის მაგალითი, ალუდა ქეთელაური ბერიას ფილმში, ისევ "ღორი" 58:02 - ბაკურიანში განხილული პრობლემები ქართულ კინო ინდუსტრიის მიმართულებით, მუნიციპალური კინოთეატრის აუცილებლობა
ფორუმზე წარმოდგენილი მხატვრული ფილმები: შინდისი, რეჟ: დიტო ცინცაძე ჩაისუნთქე-ამოისუნთქე, რეჟ: დიტო ცინცაძე უარყოფითი რიცხვები, რეჟ: უტა ბერია ღორი, რეჟ: გიგა ლიკლიკაძე ბოროტმოქმედი, რეჟ: დიმიტრი მამულია
ფორუმზე წარმოდგენილი იყო ასევე გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ნამუშევარი, "თორმეტი გაკვეთილი" და ასევე ლაშა ოთხმეზურის და ვახო ვარაზის "დაკარგული რვანახევარი" [პოდკასტში, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე დოკუმენტური ნამუშევრები განხილვის გარეშე დარჩა].
ვრცლად კინოფორუმზე GNFC - Georgian National Film Center https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/videos/2442697595827030/
ჩაწერის თარიღი, ადგილი: 19.10.19, პოლიტიკა კამერა: სალომე ლეჟავა thumbnail: სალომე ლეჟავა მონტაჟი: დათო ლობჟანიძე ტექნიკური დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა ბელა ლეჟავას
საუბრები პოპ კულტურაზე-ს წინა გადაცემები აქ: https://www.youtube.com/watch?v=zX1uG_BIMC4&list=PLbSUqlNo0Hq9jV4JBZ2dsslIhCFz1AXc5