ენა ცოცხალი ორგანიზმია. სხვადასხვა კულტურების ევოლუციის პარალელურად ფორმას იცვლის ენაც. ამ მხრივ ყურადსაღებია ინტერნეტი როგორც კომუნიკაციის შედარებით ახალი საშუალება. მორიგ ვიდეო პოდკასტში წამყვანი დათო ლობჟანიძე და ენათმეცნიერი, ტარტუს უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ ნოზაძე ენის ფენომენს ინტერნეტის ჭრილში მიმოიხილავენ.

01:00 - შესავალი, რა არის ენა? ენა როგორც კომუნიკაციის და აზროვნების საშუალება 09:37 - ინტერნეტ ეტიკეტი 12:30 - ემოჯი როგორც ენა 25:11 - ინტერნეტ ენის ფლობის ხარისხი სხვადასხვა თაობებს შორის 32:15 - უცხო ენების გავლენა ქართულ ინტერნეტ გარემოზე 39:31 - ქართული ენა ინტერნეტ გარემოში 47:25 - აზროვნება, პოეზია და ინტერნეტი 55:00 - ინტერნეტის გავლენა მომავალზე